არჩილ თალაკვაძე: კუჭავამ ფეხი ელექტროსაჭრელით მაშინ დაიზიანა, როცა გვამის დანაწევრებას ცდილობდა

ბიძინა კუჭავამ წინასწარ შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი,  სავარუდოდ გვამი ჩამოჰკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა მის დანაწევრებას. სწორედ ამ დროს მან ფეხი ელექტროსაჭრელით დაიზიანა და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა – ამიტომ აქვს ფეხზე დაზიანება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და ვახტანგ ქირიას მკლელობის საქმეზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრაქტიკულად გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი.
მისივე შეფასებით, პოლიციამ, პროკურატურამ და შესაბამისმა სამსახურებმა სამაგლითო თანამშრომლობა აჩვენეს.
„არსებობს სერიოზული გარემოებები, მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრთან ბოლო კონტაქტი 13 იანვარს ჰქონდა.  კუჭავამ დანაშაულის ჩადენის დრო  ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია. სავარაუდოდ, გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. შემდეგში მან უკვე წინასწარ შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი, სავარაუდოდ გვამი ჩამოჰკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა მის დანაწევრებას, რა დროსაც ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხის თითი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა, სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება.
ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები. არსებობს მაღალი ვარაუდი, რომ სწორედ ამ ფეხსაცმელებით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. ცნობილია, რომ როდესაც მანქანაში მან თვითმკვლელობა განახორციელა, მას სპეციალური სახვევით ფეხი ჰქონდა შეხვეული, ასევე შემოხვეული ჰქონდა “ცელოფანი” და ასე ეცვა ფეხსაცმელი.
კუჭავას სახლიდან ტანსაცმელები გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში, რადგან დადგინდეს ამ ტანსაცმლით დატოვა თუ არა მან ბინა. ასევე ცნობილია, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც სთხოვა დახმარება ქვეყნის დატოვებაში, რადგან მას უთხრა, რომ ჰყავდა მოკლული ადამიანი. საზღვარგარეთიდან შემდგომში განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან, რათა ისინი დახმარებოდნენ კუჭავას ბინის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან იმყოფებოდა მკვლელი ავტომანქანაში იუსტიციის სახლთან, როდესაც განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ასევე დადგენილია მისი მარშრუტი, თუ როგორ აპირებდა იგი გადაადგილებას და ქვეყნის დატოვებას. ოპერატიულმა სამსახურმა და პოლიციამ ძალიან სწრაფად და პროფესიონალურად იმუშავეს და როდესაც ისინი დაედევნნენ და შეაჩერეს მანქანა, მაშინ მკვლელი მიხვდა, რომ იგი იდენტიფიცირებული იყო და მიიღო გადაწყვეტილება, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ეს ყველაფერი დასტურდება ჩვენებებით, მათ შორის, პოპოვისა და მისი მეუღლის. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირია არ მოუკლავთ იმის გამო, რომ იგი პროკურორი იყო. ნურავის ნუ ექნება იმის განცდა, რომ რომელიმე პროკურორის მკვლელობით რაიმე საქმე შეჩერდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები