„ჩვენ გარკვეული ევრობიუროკრატებისგან აბსოლუტურად დაუმსახურებელი, ყოველგვარ მიზეზს მოკლებული კრიტიკა გვესმის ხოლმე” – ქადაგიშვილი
„ჩვენ გარკვეული ევრობიუროკრატებისგან აბსოლუტურად დაუმსახურებელი, ყოველგვარ მიზეზს მოკლებული კრიტიკა გვესმის ხოლმე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
კერძოდ, ის აშშ-ის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც 5 პირისთვის შეერთებულ შტატებში აკრძალვას ეხება და აღნიშნავს, რომ “ევრობიუროკრატებს დღეს ყველაფერი ბუმერანგივით შეუტრიალდათ”.
“კარგი იქნება, თუ ისინი იმ ფასეულობებისკენ დაბრუნებაზე იზრუნებენ, რაც ჩვენთვის ევროპაში მომხიბვლელი იყო და არის. ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენს გზას გავაგრძელებთ”, – ამბობს ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა.