გივი მიქანაძე: ,,შეუფასებელია ილია მეორეს ღვაწლი ქართველი ერის ერთობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში”

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წელს ულოცავს.

,,მის უწმინდესობას გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 48 წელს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ათწლეულებია ქვეყანაში სიბრძნის და მშვიდობის საყრდენს წარმოადგენს. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ერთიანობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში.

ჩვენს სულიერ წინამძღოლს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოს საკეთილდღეოდ“.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები