“ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ” – მაჭავარიანი
“ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან.
“არსებობს კითხვის ნიშნები, ფინანსდებოდა თუ არა იმ “ქოლ-ცენტრების” მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები, იყო თუ არა დადგმული სპექტაკლი ის, რომ თითქოსდა, რაღაც სასამართლო დავა იყო, რომელმაც თავიდან ბოლომდე ამოწურა ეს საკითხი და შემდეგ უკვე იგივე ბატონი ხაბეიშვილის მეშვეობით ყურადღების გადატანა ხდებოდა და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ პროკურატურას”, – აცხადებს მაჭავარიანი.