ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ძინ ლიცუნს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს რეგიონული როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბანკის პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ნოდარ ხადურმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში. როგორც აზიის ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი შეინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას ქართულ მხარესთან და საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები