პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ომი დასრულდეს და ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით – მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა

ბოლო წლებმა და განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებულმა საომარმა ვითარებამ, ძალიან კარგი გამოცდილება შეგვძინა პრაგმატული, გონიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს მსოფლიო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს.

„რა თქმა უნდა დიდი სურვილი გვაქვს, რომ ომი დასრულდეს და ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით.

„ერთია, თითქოს ომის წინააღმდეგ არიან, მეორე მხრივ პირდაპირ ხელს უშლიან სამშვიდობო მოლაპარაკებას. ამ გამოწვევებში, ამ ქაოსში, ჩვენ ვცდილობთ სამშვიდობო პოლიტიკის [გატარებას] და ვცდილობთ იმათთან უფრო მჭიდრო კავშირს, ვისაც იგივე შეხედულებები აქვს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ, სადმე, რაიმე არასწორად გააკეთა. მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები