მიხეილ ყაველაშვილი – „იგლ ჰილსის” პროექტზე: ამ პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა, „ბიბისის” ყალბი რეპორტაჟი, ელისაშვილის ქმედება, რადიკალური ფრთა, რომელიც გამოდის და რას აპროტესტებენ თავადაც არ იციან, კაია კალასის გზავნილები – ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ერთი ქსელია

თავად პრემიერ-მინისტრი ხსნიდა ციფრებში, დეტალებში, რა წილია სახელმწიფოსი, რას მოიტანს, რამდენ დასაქმებულს, ვინ იქნება ამის შემძენი და ა.შ. ყველაფერს თეორიულად ხსნიდა ირაკლი კობახიძე, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თუ რა იგეგმება და ჩემდა საბედნიეროდ ეს ყველაფერი განხორციელებული ვნახე ბელგრადში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა  „იგლ ჰილსის” პროექტთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, „იგლ ჰილსის” პროექტმა სხვა ინვესტორების დაინტერესებაც გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ბელგრადის განვითარებას. 

„სურათებით მქონდა შესაძლებლობა მენახა რა იყო პროექტის განხორციელებამდე, როგორი მიგდებული ტერიტორია და სანაპირო იყო და დღეს რას წარმოადგენს. ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია ბელგრადში და ამ პროექტმა მისცა ბიძგი, რომ სხვა ინვესტორებიც გაჩენილიყვნენ, ბელგრადი ძალიან კარგად ვითარდება”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „იგლ ჰილსის” პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა, „ბიბისის” ყალბი რეპორტაჟი, ელისაშვილის ქმედება და რადიკალური ფრთა „დიფ სთეითის” მართული ერთი ქსელია.

„ამ პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა, „ბიბისის” ყალბი რეპორტაჟი, ელისაშვილის ქმედება, რადიკალური ფრთა, რომელიც გამოდის და რას აპროტესტებენ თავადაც არ იციან, კაია კალასის გზავნილები, – ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ერთი ქსელია. ამ ქსელს კი მართავს ძლიერი ძალა – დიფ სთეითი, რომელსაც უნდა ჰყავდეს მარიონეტული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც მის დავალებებს შეასრულებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები