მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია იმ ძალის, რომელიც მართავს ევრობიუროკრატიას და ჩვენს რადიკალურ ფრთას
ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“ და ასე მდარე რეპორტაჟს აკეთებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია. აღარ ვმალავთ „დიფ სთეითს“. ყველა ღიად საუბრობს, რომ იმ ძალის, რომელსაც უნდა მთლიანად ეს პროცესი მართოს და მართავს კიდეც ევრობიუროკრატიას, მართავს „ბიბისის“ და მართავს ჩვენს რადიკალურ ფრთას. ეს ერთი ხაზია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელ მოქალაქეს ინფორმაცია აღარ მიეწოდება და ეს დემოკრატიის უკუსვლაა.
„როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს დღევანდელი მდგომარეობა, ამაზე მქონდა საუბარი, ფილმებია გადაღებული, რამდენი გარდაცვლილი ჟურნალისტია, თავის საქმეს შეწირული, რომ სიმართლისთვის ებრძოლა. ასე ახლოს ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან არასდროს ვყოფილვართ. ამდენი მედიასაშუალებაა. ნუთუ ერთს არ გაუჩნდა განსხვავებული შეხედულება, ჩამოვიდეს და ჩაწეროს აქ განსხვავებული აზრის მქონე. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, საზოგადოებიდან ჩაიწეროს და მისცეს ეს ინფორმაცია ევროპელ მოქალაქეს და მან თავად შეაფასოს, მაგრამ ეს არის დახშული. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა, ეს ყველაფერი შეცვლილია. ამ თითქოს თავისუფლების, ფსევდო ლიბერალი ძალის ქვეშ მოყოლილი ევროპელი მოქალაქე, რომელსაც თითქოს კეთილდღეობა მისცეს, სოციალური, ხელფასები, ამ ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანი უცებ გახდა მსხვერპლი და მას ინფორმაცია აღარ მიეწოდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.