გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომელსაც ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრება.