ვახტანგ ქირიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. ამ წუთებში მას ზუგდიდში მიასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს. ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სავარაუდო მკვლელი „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც დღეს თავი მოიკლა.