სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
გაუჩინარებულ პროკურორს 5 დღის მანძილზე ეძებდნენ.
დღის განმავლობაში არც ოჯახის წევრებსა და არც თანამშრომლებს დაკარგული პროკურორის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. დღეს საღამოს კი, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსში იპოვეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცავები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები