სააკაშვილმა მარია გაიდარი თავის მოადგილედ დანიშნა

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა მარია გაიდარი ვიცე-გუბერნატორად დანიშნა. ამის შესახებ გამოცემა „ტაიმერი“ იუწყება.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარია გაიდარი სააკაშვილის მრჩეველი იყო. ის ამ პოსტზე გასული წლის ივლისში დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მარია გაიდარს მოქალაქეობა 4 აგვისტოს მიანიჭა. პრეზიდენტმა გაიდარს პასპორტი პირადად გადასცა. რამდენიმე დღეში მარია გაიდარმა განაცხადა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები