სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული იოსებ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისივე საცხოვრებელი კურპუსის სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს,1986 წელს დაბადებულ ზაზა.ქ. – ს სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. “სამართალდამცველებმა, იოსებ. ვ მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“,-აცხადებენ უწყებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები