პატარა ელენეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

პატარა ელენეს, რომელსაც დენდის უიკენდის სიმპტომი დაუდგინდა, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. უფრო კონკრეტულად კი მცირეწლოვანს ჰოდროცეფალია, ანუ ტვინის გაწყალება სჭირს დამძიმებული სტადიით, მას თავში შუნტი აქვს მოთავსებული.
ელენეს ესაჭიროება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, მუდმივი ვიზიტი ნეიროქირურგებთან და სხვა სახის სამედიცინო დახმარება, შესაბამისი პროცედურების საფასური კი ოჯახს არ აქვს. ისინი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
“ბავშვს დაუდგინდა დენდის უიკენდის სიმპტომი. საჭიროებს ცერებრუმ კომპოზიტუმის ნემსებს, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბავშვს ესაჭიროება ნეირორეაბილიტაციის პერმანენტული კურსები, ექოსკოპიები, ნეიროსონოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ენცოფალოგრამა, მუცელზე ექოსკოპია, რათა გაირკვეს, თუ რა მდგომარეობაშია შუნტი, ექოსკოპია თვალებზე.
ბავშვი ვერ ხედავს და საჭიროებს ავასტინის ნემსებს, რათა არ ჩამოიშალოს ბადურა და სამუდამოდ არ დაკარგოს მხედველობა. ერთი ნემსის ღირებულება 440 ლარს შეადგენს. აუცილებელია მუდმივი კონსულტაციები ექიმებთან. მხედველობის შენარჩუნება და ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მკურნალობით შესაძლებელია. ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ ჩასატარებელია ნეიორეაბილიტაციის კურსები, 11-დღიანი კურსი 990 ლარი ღირს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – 430-490 ლარი. სახელმწიფოსგან დაზღვევა და დაფინანსება არ გვაქვს, რაც გვაქვს, მხოლოდ ,,არქიმედე”, თუმცა არც სხვა დაზღვევები ბავშვის საჭირო პროცედურებს არ აფინანსებს, დაგვიანებამ შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად, დახმარებას, რათა შეუნარჩუნდეს ბავშვს მხედველობა და აქტიური ცხოვრების აზრი. ამჟამად შესაძლებელია, რომ ბავშვმა დაინახოს და გაიაროს. მადლობა ყველას წინასწარ“,- მიმართავს ბავშვის ოჯახი საზოგადოებას.
ელენეს დახმარების მსურველებისთვის ანგარიში გახსნილია „საქართველოს ბანკში“: GE93BG0000000288973000.
მიმღების სახელი და გვარი: თორნიკე ონანაშვილი (მამა); საკონტაქტო ნომერი: 555 35 23 85.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები