ბექა დავითულიანი: „ქალაქის მერი მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგად თბილისის მოსახლეობამ მესამედ აირჩია“

„დღეს წარმოდგენილ იქნა ქალაქის მერის, კახა კალაძის, საქმიანობის ანგარიში და დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც მოცულობით უპრეცედენტოა“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა. ბექა დავითულიანმა კახა კალაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

„მინდა, რამდენიმე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ვმსჯელობთ ქალაქის განვითარებაზე. ფაქტია, 2017 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა. ქალაქის მერმა წარადგინა საქმიანობის ანგარიში და მის მიერ განხორციელებული საქმეების საფუძველზე ფაქტია, იგი მესამედ იქნა არჩეული და მხარდაჭერილი თბილისის მოსახლეობის მიერ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობამ მხარდაჭერა მეოთხედ გამოუცხადა. ასევე ფაქტია, რომ განხორციელებული პროგრამების შედეგად ათი ათასობით მოქალაქეს გადავეცით საცხოვრებელი ფართი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ფაქტია, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მოქმედ გუნდს შეუძლია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2017 წლიდან დღემდე, საკრებულოს სხდომებში ჩემი მონაწილეობის პერიოდში, ოპოზიციის მხრიდან ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულება არასდროს ყოფილა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად ვიმუშაოთ დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები