დიდუბის ეკლესიის გუმბათის რესტავრაცია მალე დასრულდება

თბილისის განვითარების ფონდი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის რესტავრაციას ახორციელებს.
თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამუშაოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე მოიხსნა გუმბათი და მისი ძველი დაზიანებული ჯოჭები. ასევე, რესტავრაცია გაუკეთდა გუმბათის ჯვარს. ჯვარი დაიფარა ოქროს ფირფიტებით, მასზე რესტავრაციის პროცესში გამოჩნდა ჯვრის შემომწირველის ვინაობა.
ცნობისთვის, დიდუბის გუმბათის მშენებლობა 1890 წლით თარიღდება. რეაბილიტაციის შემდეგ გუმბათი პირვანდელი სახით აღდგება. დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის გუმბათის აღდგენითი სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დასრულდება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები