„სია გადახალისდება, თუ ვინმე განაწყენდება, ცივი წყალი დალიოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე პარლამენტართა პროფესიული ნიშნით შერჩევის საკითხს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა და პროფესიული დაყოფა კარგი არ არის.  როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გარკვეულწილად არჩევნების მოგება სწორედ სპორტსმენებმა და მსახიობებმა განაპირობეს, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენელი სიების გადახალისებას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ იგივე მსახიობი, ან სპორტსმენი პარლამენტში არ უნდა იყოს, ეს შეცდომაა. სწორედ იმ სპორტსმენებმა და მსახიობებმა, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, განაპირობეს, გარკვეულწილად, 2012 წლის არჩევნების მოგება. ამიტომაც მათი ხელაღებით უარყოფა გამორიცხულია. მათში ძალიან მებრძოლი და მოაზროვნე ხალხია, რომელთაც შეუძლიათ, კვლავ მოუტანონ გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ . ასეთი ხაზგასმა პროფესიებზე არ უნდა ყოფილიყო. სია გადახალისდება, ბუნებრივია, ვიღაც დარჩება და ვიღაც წავა, მაგრამ ამაზე ჩვენ გული არ დაგვწყდება. მოვლენ ახალი სახეებიც. ჩვენი საზრუნავია ქვეყანა. თუ ვინმე განაწყენდება, ცივი წყალი დალიოს. ამბიცია კარგია, მაგრამ ამასაც თავისი ზომა აქვს“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები