„კოალიციაში რაიმე სერიოზული ცვლილება არ მოხდება“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე საარჩევნოდ კოალიციაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიცია სამი წელია ახერხებს წინააღმდეგობების გადალახვას და არ ელის, რომ წელს რაიმე გართულებას ექნება ადგილი.„კოალიციაში საარჩევნო მზადება მიმდინარეობს, პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება გაზაფხულზე, მაგრამ მუშაობა უკვე დაწყებულია. მე ვფიქრობ, კოალიციაში რაიმე სერიოზული ცვლილება არ მოხდება, რადგან მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა და ხანდახან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, პარტიები არიან ერთად შეკრებილნი. ჩვენ სამი წელია ვახერხებთ ამ წინააღმდეგობების გადალახვას და მოვედით საარჩევნო წლამდე. არ მგონია, რომ წელს რაიმე გართულებას ჰქონდეს ადგილი. შეიძლება ზოგს მეტი ადგილი მოუნდეს კოალიციაში, მაგრამ ამის დაბალანსებაც შეიძლება. მადა კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა უფრო წაადგება საქმეს. ძირითადად, მუშაობა მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით არის დაწყებული“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
რაც შეეხება კოალიციაში „სოციალ-დემოკრატების“ შესაძლო შეერთებას, ნიშნიანიძის თქმით, პარტიას კოალიციაში სიამოვნებით მიიღებენ. მისივე თქმით, შესაძლებლია კოალიციას „მწვანეთა პარტიაც“ დაემატოს. „ქართულმა ოცნებამ“, ზოგადად, სოციალურ-დემოკრატიული ნიშა აიღო, ამიტომაც თუ ისინი მოვლენ, კარგი იქნება“,- აღნიშნა ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები