დიმიტრი ქუმსიშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დავესწრები, თუ საქართველოში ვიქნები
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას დიდი ალბათობით, დავესწრები, თუ საქართველოში ვიქნები – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დიდი ალბათობით, დავესწრები, თუ საქართველოში ვიქნები“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თებერვლის დასაწყისში უნდა წარდგეს.