ბათუმში თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა

ქართული თეატრის დღეს ბათუმში თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. შენობას, რომელიც ათობით წელს ითვლის, რეაბილიტაციის შემდეგ, დაემატა ერთი სართული და ახალი, საზაფხულო სივრცე სპექტაკლებისთვის. ორწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული თეატრის სცენაზე პრემიერაც გაიმართა. მსახიობებმა პატარებისთვის სპექტაკლი „კოკროჭინა“ ითამაშეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები