მოლდავეთის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა
მოლდავეთის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გემის კაპიტანს დაეკისრა 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მათივე ინფორმაციით, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.