ფოთის პროკურორის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ფოთის პროკურორის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილს თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მართავდა. დაუდგენელმა პირმა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს განახორციელა, როდესაც პროკურორი კუთვნილი ავტომობილით აკაკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
“ჰიუნდაის” ჯიპის ავტომანქანას 4 ტყვია აქვს მოხვედილი. შემთხვევის შედეგად პროკურორი არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს.
ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები