ხარაგაულის რაიონში სახერხი საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ნადაბურსა და ციცქიურში სახერხი საამქროები აღმოაჩინეს, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან მერქნული რესურსების ელექტრონულ სისტემაში. დეპატამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს.