თბილისში 15 წლის გოგონა მე-13 სართულიდან გადახტა

თბილისში, საბურთალოს რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბერბუკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-13 სართულიდან 15 წლის გოგონა გადმოხტა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რატომ გადახტა მოზარდი მე -13 სართულიდან.
მომხდარი “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები