14 იანვარი
11:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ზარქუა ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის “სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე ისაუბრებს თემებზე: საპარლამენტო სამიტი ტუბერკულოზისა და გლობალური ჯანდაცვა, ახალი კანონმდებლობა მედიცინაში – რეგულაციები. მისამართი: ფოთის ქუჩა №15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნეირებს შეხვდება და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა. მისამართი: მიხეილ თამარაშვილის 6, ფიზიკის ინსტიტუტი
11:00
NEW
საგარეო ურთიერთობათა კიმიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე შვეიცარიის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან შეხვედრას გამართავს. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N422
11:30
“პირველ პრესკლუბში” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს თემაზე: მთავრობა აზერბაიჯანული „სოკარის“ ტყვეობისგან თავის დაღწევას ცდილობს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:30
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საარჩევნო სისტემები და ინტერპერტიული ჯგუფის შეხვედრა პრემიერთან; მორიგი სამთავრობო ცვლილებები; „გაზპრომი“; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ლევან კალანდაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გაზპრომი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის “სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრის შეჯამება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
ვაკის რაიონის გამგეობა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 13-14 ივნისის სტიიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკას გადასცემენ. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. მისამართი: თამარაშვილის ქ.N10ა. საკოტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
13:00
NEW
ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბავშვთა ახალი განყოფილების მშენებლობას მოინახულებს. მისამართი: გიორგი მარუაშვილის ქუჩა N50, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი. საკონტაქტო: 595 05 36 05 ნინო ტალახაძე
16:00
ბათუმის იუსტიციის სახლში თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს. იუსტიციის მინისტრი ამნისტიის კანონზე გააკეთებს განცხადებას, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტებს ეხება.
17:00
თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ თბილისის მერიის ფოტო-კონკურს „ახალი წელი თბილისში“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერი, დედაქალაქის მთავრობის წევრები და კონკურსის მონაწილეები დაესწრებიან. მისამართი:სიონის ქ.N8. საკოტაქტო პირი: ნუცა აბაშიძე 599 72 10 10
17:30
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასშტაბურ ღონისძიებას მართავს. ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი და გიორგი ბაქრაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონული თეატრების წარმომადგენლები დაესწრებიან.