„ნასამ“ მარსის ყინულის უცნაური ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ყინულის ძალზე უცნაური ფოტო გამოაქვეყნა. ეს ფოტო კოსმოსურმა აპარატმა -Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო. ფოტოზე ერთი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაა დაფიქსირებული და მასზე უცნაური ღრმულები, ნახვრეტები და ბზარები ჩანს.
„ნასას“ სპეციალისტები ამ მოვლენას ასე ხსნიან: კოსმოსურმა აპარატმა ეს ადგილი იმ მომენტში გადაიღო, როდესაც გაყინული ნახშირბადის დიოქსიდი იშლებოდა. ყინულში არსებული ბზარებიდან გაზი ზედაპირზე ამოიფრქვეოდა და თან მარსის მტვერიც ამოჰქონდა. ეს მტვერი ყინულზე დაილექა და წითლად შეღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები