თეირანი აცხადებს, რომ აშშ-მ მას ბოდიში მოუხადა და მზად არის, ამერიკელი მეზღვაურები გაათავისუფლოს

თეირანი აცხადებს, რომ მან ამერიკის შეერთებული შტატებისგან ქვეყნის ტერიტორიული წყლების დარღვევის გამო ბოდიში მიიღო. ამის შესახებ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ალი ფადავიმ განაცხადა.
როგორც საზღვაო ძალების სარდალმა ირანის სამხედრო ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, ის ამჟამად ათი ამერიკელი მეზღვაურის გათავისუფლების ბრძანებას ელოდება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. ირანელების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ამერიკელები ირანის ტერიტორიულ წყლებში სანავიგაციო სისტემის შეცდომის გამო აღმოჩნდნენ. ისინი რაიმე სახის მტრულ მოქმედებას, ან ირანის სანაპიროზე თვალთვალს არ გეგმავდნენ.
ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა. ირანმა თავის ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის ორი კატარღა დააკავა, რომელშიც 10 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. თეირანმა სამხედროების გათავისუფლების მზადყოფნა გამოთქვა და აშშ-სგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები