თურქმა გიდმა სტამბოლში ტერაქტის დროს გერმანელი ტურისტების ნაწილი გადაარჩინა
სტამბოლში სამშაბათს მომხდარი ტერაქტის დროს დაღაპულთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეა. ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ დაღუპული შეიძლებოდა გაცილებით მეტი ყოფილოიყო, რომ არა თურქი გიდის მოქმედება.
ამის შესახებ გაზეთი Hurriyet იუწყება. თურქი გიდის სიბელ სათიროღლუს თქმით, მის ჯგუფში 20-25 ტურისტი შედიოდა. როდესაც ისინი სულთანახმეტის მოედანზე გავიდნენ, ქალმა უცნაური ტკაცუნის ხმა გაიგონა.
„მე ეს ხმა საეჭვოდ მომეჩვენა. სწორედ ამ დროს შევამჩნიე ადამიანი, რომელიც თურქს ჰგავდა და ჯგუფს შეუერთდა. მე დავინახე, რომ მან ამოიღო ნივთი, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავდა. მე ტურისტებს გერმანულად დავუყვირე “Laufen weg” („გაიქეცით“) და ისინი გაიქცნენ. ამ დროს აფეთქება მოხდა“, – აცხადებს გიდი. თავად სიბელ სათიროღლუ ფეხში დაიჭრა და მან ერთ ყურში სმენა დაკარგა.