ირაკლი შოთაძე: სოსო რობაქიძისგან პირადად ვიცი, რომ ის პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბუტა რობაქიძის მამის განცხადებას ეხმაურება, სადაც რობაქიძე ამბობს, რომ პროკურატურა და სასამართლო დამნაშავეებს მფარველობს.
როგორც მთავარმა პროკურორმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პროკურატურა მჭიდრო რეჟიმში მუშაობს დაზრალებულებთან, მათ შორის სოსო რობაქიძესთან.
მისივე თქმით, ირაკლი შოთაძემ რობაქიძისგან იცის, რომ ის პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.
“ჩვენ საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში ვმუშაობთ დაზარალებულებთან, მათ შორის სოსო რობაქიძესთან. იგი სრულად არის ინფორმირებული, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გაწეულ მუშაობაზე. არ ვიცი მან რა განცხადება გააკეთა, თუმცა მე მისგან პირადად ვიცი, რომ ის პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები