“ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა”

ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, აქტიური და ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
შოთაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეზე აქტიური და ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ საქმეს გრიფი არ ადევს, გრიფი ძველ საქმეს ედო. შემიძლია საზოგადოებას შევპირდე, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის, რა გარემოების საფუძველზე მოხდა ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისთვის ჯაშუშობის ბრალდების წაყენება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები