გორში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გორის რაიონის სოფელ რუისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა წიფლის სახეობის საშეშე მერქანის ტრანსპორტირებას. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ოქმი შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები