13 იანვარი

09:30
NEW
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შშმპ-თა მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ახალ სერვისზე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უცხოელ ექსპერტებთან ერთად დაესწრებიან. მისამართი: წერეთლის გამზ.144, შეხვედრების ოთახი, მე-8 სართული
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საქართველოს განვითარების ფონდის” საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრთან შეხვერდრის დეტალები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს და არსებულ კითხვებს უპასუხებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საარჩევნო სისტემები და ინტერპერტიული ჯგუფის შეხვედრა პრემიერთან; მორიგი სამთავრობო ცვლილებები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

13:00
“მემარცხენე ალიანსის” ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: “სად იკვეთება საქართველოში ეროვნული ინტერესები და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ენერგო-ბიზნეს ინტერესები”. მის. ი. ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები