გია ვოლსკი ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ მომავალ პარლამენტში ნაკლებად იქნებიან მსახიობები და სპორტსმენები.
ვოლსკი კობახიძეს, ასევე სხვებსაც ურჩევს, რომ ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ.
მისივე თქმით, კანდიდატი პროფესიის მიხედვით კი არ ფასდება, არამედ ინტელექტუალური მონაცემების გათვალისწინებით.
„ირაკლისა და სხვებს ვურჩევდი, რომ ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ. აქცენტის გაკეთება მსახიობებთან და სპორტსმენებთან დაკავშირებით რაღაც დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნის, რაც პოლიტიკურად სწორი არ არის. აუცილებელია, პარლამენტში იყვნენ კანონშემოქმედებითი პიროვნებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე განსხვავებას პროფესიებს შორის. ადამიანები შერჩეული უნდა იყვნენ მათი რეიტინგით, შეხედულებებითა და ინტელექტუალური მონაცემებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები