აჭარაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა
აჭარაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნული ქმედება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა აღკვეთეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს.
როგორც ცნობილია, სამართალდამრღვევებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.