მესამე ქვეყნებიდან თურქეთში ჩასული სირიელებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდა

სირიასა და თურქეთს შორის დღეიდან სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახლა თურქეთში მესამე ქვეყნებიდან ჩასულმა სირიელებმა ვიზები უნდა მიიღონ. სავიზო რეჟიმი არ შეეხებათ სირიელებს, რომლებიც თურქეთთან სახმელეთო საზღვარს კვეთენ – მათ ვიზები კვლავ არ სჭირდებათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიგრანტები გაყალბებული სირიის პასპორტებით თურქეთში ეგვიპტიდან და ლიბანიდან ჩადიოდნენ. სწორედ თურქეთის გავლით ხვდება ლტოლვილების უმეტესობა ევროპაში. მხოლოდ გერმანიაში ყოველდღიურად 3,2 ათასი ლტოლვილი ჩადის. 2015 წლის განმავლობაში გერმანიაში 1,1 მილიონო ლტოლვილი ჩავიდა, რომელთა შორის 400 ათასი წარმოშობით სირიიდან არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები