თბილისში ავტომანქანა დაცხრილეს

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დღეს, შუადღისას, “ჰიუნდაის” მარკის ავტომანქანა დაცხრილეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ცარიელი იყო, მისი მფლობელი იმავე კორპუსის მცხოვრებია. მანქანა უკვე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები