ირანმა საუდის არაბეთიდან ყველა სახის პროდუქტის იმპორტი აკრძალა

საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ირანმა ამ ქვეყნიდან ყველა სახის პროდუქტის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ტელეკომპანია „პრეს ტვ“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს ცეცხლი გაუჩინეს. აქციები საუდის არაბეთის მიერ შიიტი სასილიერო პირის, ნიმრ ან – ნიმრის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ ჩატარდა. ოფიციალურმა თეირანმა სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები