რუსეთის ქალაქი 35-გრადუსიან ყინვაში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

რუსეთის ქალაქი მურმანსკი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. რუსული მედიის ცნობით, ზოგიერთ სახლს გაზი საერთოდ არ მიეწოდება, ხოლო ზოგგან ის ისეთი დაბალი წნევით მიდის, რომ საჭმლის გაკეთება შეუძლებელია. მდგომარეობა იმან გართულა, რომ ქალაქში ამჟამად 35 – გრადუსიანი ყინვაა.
როგორც კომპანია „მურმანობლგაზში“ სააგენტო „ტასს“ განუცხადეს, ძლიერი ყინვების გამო გაზის მილებში კონდენსატი იყინება, რაც წნევას ამცირებს. გარდა ამისა, ყინვების დროს ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება, რის გამოც წნევა ასევე კლებულობს. მურმანსკის მოსახლეობა 300 ათას ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები