ისრაელში ჯავშანჟილეტის გამოცდის დროს ჟურნალისტი დაიჭრა

ისრაელში ჟურნალისტმა ჯავშანჟილეტის გამოცდის დროს ცივი იარაღით ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის ტელეარხის კორესპონდენტმა ეიტამ ლახოვერმა დამცავი ჟილეტი ჩაიცვა, რის შემდეგ მას კამერის წინ დანით რამდენიმე დარტყმა მიაყენეს.
ახალმა ჯავშანჟილეტმა ექსპერიმენტის მონაწილეებს უმტყუნა – დანამ დამცავი მასალა გახვრიტა და ჟურნალისტს სხეულში შეერჭო. რეპორტიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ნაკერი დაადეს. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომაზე ისრაელში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელებზე პალესტინელების თავდასხმები გახშირდა, მათი უმეტესობა დანებს იყენებდა. ჯავშანჟილეტი, რომელსაც ლახოვერი ამოწმებდა,  როგორც მოსახლეობის, ასევე სამხედროების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები