ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ომის მინისტრი“ მოკლეს

ერაყის ავიაციის დაბომბვის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი სამერ ალ-მახლაუი დაიღუპა, რომელსაც  „ომის მინისტრსაც“ უწოდებდნენ.
ირანული მედიის ცნობით, მახლაუი და მისი ერთ-ერთი თანაშემწე ქალაქ ბარვანასთან, ტერორისტების ბაზაზე განხორციელებული ავიაიერიშის დროს მოკლეს. ეს ქალაქი ბაღდადიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის სტივენ უორენის განცხადებით, საერთაშორისო კოალიციამ ერთ თვეში „ისლამური სახელმწიფოს“ ათი ლიდერი გაანადგურა. კერძოდ, ამ იერიშების დროს პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი აბდულ კადერ ხაკიმი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები