აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ფხენიანის განცხადებას შესაბამის პასუხს გასცემენ

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეის განცხადებას წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ კოორდინირებულად უპასუხებენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„ბი–ბი–სის“ ცნობით, განცხადებას წინ უძღოდა აშშ–ის პრეზიდენტის, ასევე  სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერების სატელეფონო საუბარი. მათი აზრით, ფხენიანმა საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვია. საუბრის დროს ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი და ყოვლისმომცველი სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. ზოგიერთ ექსპერტს და პოლიტოკოსს ამ განცხადების სიმართლეში ეჭვი ეპარება, მაგრამ მისი სიზუსტის შესამოწმებლად შეიძლება საკმაოდ დიდი დრო გახდეს აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები