სამების ტაძარში პატრიარქის საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს

ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო-სადღესასწაულო ღვთისმსახურება მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად ატარებს.
00:00 საათზე კი ტაძარში საღმრთო სადღესასწაულო ლიტურგია დაიწყება.
წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ, წირვის შემდეგ კი უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და შობის დღესასწაულს მიულოცავს. ტაძარში მსახურებას მრევლთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება.
7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები