გერმანელმა სამართალდამცველებმა კიოლნში ქალებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ახალი წლის ღამეს გერმანიის ქალაქ კიოლნში ქალებზე თავდასხმებსა და ძალადობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების რამდენიმე წევრი იმ ღამესვე დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს დევნილის საბუთები აღმოაჩნდათ.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, ქალებზე სექსუალური ძალადობა იმავე ღამეს ქალაქ ჰამბურგსა და დრეზდენშიც განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს კიოლნის ცენტრში, სავარაუდოდ, ათასობით არაბი და ჩრდილო აფრიკელი ემიგრანტი შეიკრიბა.ისინი პატარა ჯგუფებად დაიყვნენ და მთელ ქალაქში განაწილდნენ. პოლიციაში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში 80 ზარი შევიდა.
ქალები პოლიციას ატყობინებდნენ, რომ ისინი ჯგუფურად გააუპატიურეს. თავდამსხმელები კი არაბები და ჩრდილო აფრიკელები იყვნენ. არაბი და ჩრდილო აფრიკელი ემიგრანტები 10-კაციან ჯგუფებად დადიოდნენ ქალაქში და პირველივე შემხვედრ ქალს აუპატიურებდნენ, ძარცვავდნენ.
ახალი წლის ღამეს ემიგრანტებმა გააუპატიურეს ასზე მეტი, ქალი მათ შორის ოცამდე არასრულწლოვანი. ყველაზე მცირე ასაკის დაზარალებული 14 წლისაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 5 დეკემბერს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და პოლიციელების დასჯას მოითხოვდნენ, რადგან, მათი მტკიცებით, გერმანელმა სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინეს.
აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს ე.წ პლაკატები წარწერით: „სად ხართ, ქალბატონო მერკელ? დიდი მადლობა (ქალაქის მერს) ქალბატონ ჰენრიეტა პეკერს“.
„2015 წელს გერმანიის მთავრობამ მილიონზე მეტი დევნილი მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 250 ათასი კი არალეგალია, სწორედ ამის შედეგია, რაც აქ ხდება ბოლო დროს. ასეთი ამბავი მშვიდ გერმანიას დიდი ხანია არ უნახავს. ახალი წლის ღამეს გარეთ გამოსულ ათასობით გერმანელს მხოლოდ 200 პოლიციელი იცავდა, ამიტომაც ვერ მოახერხეს მათ ჩვენი თანამოქალაქეების დაცვა“,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
მომხდარს მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფან ზაიბერტის სახელით გამოეხმაურა და ახალი წლის ღამეს ქალაქ კიოლნში ქალებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები დაგმო. მან ასევე სამართალდამცავებს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.