მოსკოვი-ბრესტის მატარებელი ტრაქტორს შეეჯახა

სამგზავრო მატარებელი, რომელიც მოსკოვიდან ბრესტში მიდიოდა, ტრაქტორს შეეჯახა. ავარია ბელორუსიის ტერიტორიაზე, მინსკის ოლქში მოხდა. სამაშველო სამსახურების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ტრაქტორს სარკინიგზო გადასასვლელზე ძრავა ჩაუქრა, რადგანაც დიზელის საწვავი გაეყინა. მატარებელთან შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მოკლე დროში აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები