კიოლნში საპროტესტო აქციები გაიმართა

გერმანიის ქალაქ კიოლნში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. მომიტინგეები ახალი წლის ღამეს ქალაქში მომხდარ სექსუალური ძალადობის და ძარცვის ფაქტებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ქალი იყო. ისინი გერმანიის კანცლერისგან, ანგელა მერკელისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.
თავდასხმების თვითმხილველები აცხადებენ, რომ გარეგნულად მოძალადეები არაბული ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულებს ჰგავდნენ. ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანელებს მოუწოდებენ, არ დაუკავშირონ ეს ფაქტი ახლო აღმოსავლეთიდან ბოლო დროს ჩასულ მიგრანტებს, ვიდრე ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმები ქალებზე კიოლნის რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედანზე, ასევე ქალაქ ჰამბურგსა და შტუტგარტში ახალი წლის ღამეს მოხდა. მასში ათასამდე პირი მონაწილეობდა. პოლიციაში სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 90-ზე მეტი ქალის განაცხადი შევიდა. გერმანული მედია წერს, რომ მსგავსი მასშტაბის სექსუალური ძალადობის ფაქტი გერმანიაში პირველად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები