Google Translate-ის შეფერხების გამო, პროგრამა უკრაინულიდან რუსულად სიტყვებს თავისებურად თარგმნის
კომპანია „გუგლმა“ „ბი-ბი-სის“ რუსულ სამსახურს განუმარტა, რომ ონლაინთარჯიმანი Google Translate ზოგიერთ სიტყვას და ფრაზას უკრაინული ენიდან რუსულად, ალგორითმებში შეფერხების გამო, თავისებურად თარგმნის.
ასე, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გვარი ითარგმნება „მოწყენილ ცხენად“ (“Грустная лошадка”), ხოლო სახელწოდება „რუსეთის ფედერაცია“ (“Російська Федерація”), როგორც „მორდორი“. ეს „ბეჭდების მბრძანებლის“ ერთ-ერთი გმირის, საურინის საცხოვრებელი ადგილია.
ასევე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიტყვა “росіяни” („რუსეთის მკვიდრნი“) ითარგმნება, როგორც „ოკუპანტები“.