ინდონეზიაში ვულკანი გააქტიურდა

ინდონეზიის ხელისუფლებამ სულავესის კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ რეგიონში ვულკანი სოპუტანი გააქტიურდა. ამჟამად ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლე 2 ათას მეტრს აღწევს.
სოპუტანი ინდონეზიის ერთ-ერთი უძლიერესი ვულკანია. 2011 წელს მისი ფერფლი 6 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. გასული წლის ივლისში კუნძულ იავაზე ვულკანის გააქტიურებამ ინდონეზიაში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ამჟამად ავიარეისების გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები