ჩუღურეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დღეს, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მცხოვრებლებს (311 აბონენტს).
კომპანია მომხმარებლებს, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.