ლევან მახაშვილი – BBC-ზე: “ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ – ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად

“ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ – ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად,” – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა BBC-ზე საუბრისას განაცხადა.

„იმდენად უხეშად და იმდენად ცინიკურად დაამახინჯეს ტრამპის სიტყვები, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო გაქცეოდნენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა სხვა დროს შეფარულად ხდებოდა, ძნელი იყო, რთული იყო ამის დადასტურება, მაგრამ ამჯერად იმდენად ღია და უხეში იყო, რომ, რომ ვეღარ გაექცევა „ბიბისი“ ამ პასუხისმგებლობას.
ტრამპის საჩივარი ქართული საზოგადოებისთვისაც კარგია, რომ რეალურად დაინახა „ბიბისის“ სახე. მეორე მხრივ, ყველასთვის, რომლებიც თვლიან რომ დღეს მსხვერპლი არიან „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციების, მათთვისაც კარგი იქნება სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლება „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რათა ამხილონ„ბიბისის“ ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები