„უცხო ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში უკვე თანამედროვე მსოფლიო დღის წესრიგი გახდა” – ნინო წილოსანი

“საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ აქ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და, მათ შორის, საქართველოს დაზიანებას საერთაშორისო დონეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

ის ახალ ზელანდიაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ამოქმედებულ პაკეტს აფასებს.

„უცხო ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში უკვე თანამედროვე მსოფლიო დღის წესრიგი გახდა, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც ფარდა აეხადა მას შემდეგ, როდესაც თუნდაც აშშ-დან გასაჯაროვდა, რომ ისეთი მსხვილი ფონები, როგორიც არის USAID და არა მხოლოდ მუშაობდნენ სხვა ქვეყნებში შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ აქ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და მათ შორის საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანებას. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის ადამიანები – ოპოზიციის და „ენჯეოს“ წარმომადგენლები, ვინც ჩვენი მხრიდან უცხო ჩარევების წინააღმდეგ რეგულაციების შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ იყვნენ ამ უცხო ჩარევის ნაწილი“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები